საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი საქართველოს სტუმრობს.
კასისი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
- როგორც შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში. ის საქართველოში სწორედ ერევნიდან ჩამოვიდა.
- მათივე ცნობით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.