ივანიშვილს სურს, კიდევ ერთხელ შეაგულიანოს "ოცნება" - გიორგი შარაშიძე უმრავლესობის სხდომაზე

16.10.26 13:26
ივანიშვილს სურს, კიდევ ერთხელ შეაგულიანოს "ოცნება" - გიორგი შარაშიძე უმრავლესობის სხდომაზე

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და დაგროვილ პრობლემებზე რეაგირებას ცდილობს - ასეთია გახარიას გუნდის წევრის, გიორგი შარაშიძის შეფასება მმართველი პარტიის უმრავლესობის დაგეგმილ სხდომაზე, რომელსაც თავად ივანიშვილიც დაესწრება. შარაშიძე ვარაუდობს, რომ პარტიის დამფუძნებლის მიზანი გუნდის წევრების მობილიზება და დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებაა.  

"ოცნება" დღეს არის რეჟიმი, რომლის ლოგიკური ნაბიჯების წინასწარ განჭვრეტა არის უკვე შეუძლებელი, იმიტომ, რომ აღარ ექვემდებარება არანაირ გონივრულ, მათ შორის რეალური, პრაგმატული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და სვლებს. 

ყველაზე დიდი ალბათობით ეს არის კომპლექსი მთელი იმ პრობლემებისა, რაც არის "ოცნებაში" გაჩენილი, მათ შორის შიდა დაპირისპირება, კლანური დაპირისპიება. რა თქმა უნდა, ასეთი არაკანონიერი გადაწყვეტილებების წინ, რაც არის უკვე მიღებული "ოცნებაში" დიდი ალბათობით, და ამას ადასტურებს მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება, როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს, კიდევ ერთხელ შეაგულიანოს "ოცნება", რადგან მისი ტაქტიკა და სტრასტეგია არის ის, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად გაანაწილოს ყველაზე, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

17 ოქტომბერს, 14 საათზე ჩანიშნულ "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

განცხადება ამის შესახებ "პირველებთან" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა. 

"ოცნების" დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიც იქნება განხილვის თემა. 

 

მსგავსი სიახლეები