თიკა რუხაძის გარემოცვის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს ჩამოშორდნენ - რა შეიცვალა კულტურის სამინისტროს შესყიდვებში?

16.10.26 13:47
თიკა რუხაძის გარემოცვის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს ჩამოშორდნენ - რა შეიცვალა კულტურის სამინისტროს შესყიდვებში?

კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძესთან დაკავშირებული პირების კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში აღარ მონაწილეობენ - ამის შესახებ კორუფციის მკვლევრების მიერ შესწავლილი სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებიდან ირკვევა. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებდნენ და რომელთა დაფინანსების პრაქტიკასთან დაკავშირებით კითხვები არაერთხელ გაჩენილა.

კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე კონკრეტულ მაგალითზე საუბრობს და სახელმწიფო შესყიდვებში მომხდარ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ, რომელმაც გასულ წელს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის 622 ათასი ლარი მიიღო, წელს ანალოგიური კონტრაქტი ვეღარ მოიპოვა. დონაძე ვარაუდობს, რომ ეს თიკა რუხაძის მიმართ მმართველ გუნდში დამოკიდებულების შეცვლაზე მიუთითებს.

თიკა რუხაძეზე რომ გაბრაზებულია "ქართული ოცნება", ძალიან მარტივად ჩანს სახაზინო შესყიდვებში. მაგალითად, შარშან მასწავლებისადმი მიძღვნილი დღე შეასრულა თიკა რუხაძესთან დაახლოებულმა კომპანიამ, ეს იყო "თიხარტი", რომელსაც 622 ათასი ლარი გადაუხადეს, ხოლო წელს უკვე ამ დღის აღნიშვნა უფორმდება სულ სხვა კომპანიას. ანუ ფაქტი არის ერთი, რომ თიკა რუხაძეს უკვე აღარ ენდობა "ქართული ოცნება" და თიკა რუხაძის მიმართ მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება შიდა ან რაღაც მსგავსი, იმიტომ, რომ თიკა რუხაძესთან დაახლოებული კომპანია ჩახსნესტენდერებიდან. ეს არის ნათელი მაგალითი შიდა კლანური ბრძოლის "ქართულ ოცნებაში", - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე. 

"ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი თიკა რუხაძესთან დაკავშირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერების გადაცემის პრაქტიკას კორუფციულ სქემად აფასებს. მისი თქმით, მსგავსი გარიგებები მმართველი სისტემის ნაწილია და ცალკეული თანამდებობის პირების ცვლილებით პრობლემა ვერ მოგვარდება. 

თიკა რუხაძე იყო ამის ერთ-ერთი საშინელი მაგალითი, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ყველანაირი ცერემონიის გარეშე იმ კომპანიებს, რომლების  დამფუძნებელია და  მიეი მეგობრები დირექტორები, პირდაპირ აძლევდა გიგანტურ ტენდერებს. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რაც არის შეურაცხყოფა საქართველოს მოქალქეების, გადასახადების გადამხდელების და შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვისაც მართლა სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. თიტქოს ეს "მოსულა", თითქოს თიკა რუხაძე იყოს ამის მაგალითი, რომ ეს ყველაფერი "მოსულა", რომ ჭკვიანი ქალია, მარტივად გამოსდის რაღაცეები, ეს მაქინაციები. ეს არ დამთავრდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება, იმიტომ, რომ ივანიშვილის სისტემა არის კორუფციული სისტემა და დგას ასეთ გარიგებებზე, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

მასწავლებლის დღე იყო ერთ-ერთი მსხვილი ღონისძიება, რომელიც თიკა რუხაძის გარემოცვამ გასულ წელს დააორგანიზა და გამარტივებული წესით 100 ათასობით ლარის შესყიდვა მიიღო. წელს სურათი შეიცვალა. ბაზრის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ფასი 866 ათასი ლარი შპს "კოლექტიკას" აქვს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი "პირველებს" ეუბნება, რომ სამინისტროს ჯერჯერობით მათთან კონტრაქტიარ გაუფორმებია. 

მსგავსი სიახლეები