კასისი: ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ
ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღება ნოემბრის ბოლომდე იგეგმება - ამის შესახებ ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკებები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება. კასისის მიზანია, საკითხი ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე გადაწყდეს.
შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ თავმჯდომარეობა, ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა, ჩვენ ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლებელი გადაწყვეტილებების შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელააც ამუშავებს ორგანიზაცია რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული - ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს, - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისმა.
იგნაციო კასისი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. მისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მანამდე აზერბაიჯანსა და თურქმენეთშიც იმყოფებოდა.