რაიმე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება - კობახიძის პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომაზე

16.10.26 14:06
რაიმე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება - კობახიძის პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომაზე

ირაკლი კობახიძე 17 ოქტომბერსჩანიშნულ უმრავლესობის სხდომაზე პირველ განმარტებას აკეტებს - მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ხვალ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.

"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ შაბათს უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხების განხილვაა დაგეგმილი. 

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ.

“ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, ამ შეხვედრების შემდეგ, საზოგადოებას წარვუდგენ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კობახიძემ. 

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

მსგავსი სიახლეები