რატომ დაენიშნა სააკაშვილს ფსიქოტროპულები - სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი ჯიშკარიანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

05.12.21 13:23
რატომ დაენიშნა სააკაშვილს ფსიქოტროპულები - სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი  ჯიშკარიანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნინო შარაშენიძე ირწმუნება, რომ ფსიქტორპულ საშუალებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, ჰოლანდიელი ექიმების დანიშნულია. მისი თქმით, ის, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი აღნიშნულ წამლებს იღებდა, საქმის კურსშ იყო მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.

ის მიიღებდა მედიკამენტებს ჯერ კიდევ პირველ ვიზიტზე, როცა ჩვენ ვნახეთ, რმელიც დანიშნული იყო მისი ჰოლანდიელი ექიმების მიერ პოსტკოვიდური ნევროლოგიური გართულების გამო. მან თვითონ მოგვიყვა წამლის დოზირებაზე და გვითხრა, რომ ამ წამალს ხან ვუმატებ, ხან ვაკლებო და იღებდა მიზერულ დოზას. ჩენ როცა შევხვდით მარიამ ჯიშკარიანს მაშინ ერთი სიტყვა ამაზე არ უთქვამს, ამიტომ მგონია, რომ რაღაც კომუნიკაციის პრობლმეაა,- განაცხადა შარაშენიძემ. 

მედიკოსის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მარიამ ჯიშკარიანის მიერ გუშნ გაკეთებულ განცხადებასთან.

ექიმი ოთარ თოიძე, რომელიც ამ სკნადალური დასკვნის თანაავტორია, ამბობს, რმ ჰოლანდიელი ექიმების მიერ მხოლოდ ერთი პრეპარატი იყო დანიშნული, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს, დამატებით კიდევ 3 ფსიქოტროპული პრეპარატი დაენიშნა.

მას ფსიქოტროპული წამლები დანიშნული ჰქონდა პოსტკოვიდური პერიოდისთვის და ციხეშ დაემატა კიდევ რამდენიმე მათგანი. სულ ჯამში, თუ არ ვცდები, 4 ფსიქოტროპული პრეპარატი იყო, აქედან საძილედ იყო დანიშნული ორი მათგანი. ტავიდან ჩივილები არ ჰქონია, უბრალოდ, მის შიმშილთან და დაძაბულობასთან ერთად მედიკამენტებმა გამოჩინეს გარკვეული ტოქსიკური ეფექტი, იმდენემდე მივიდა, რომ მისმა უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ "ეს აკაცი არ არის ის კაცი, რომელსაც მე ვიცნობდი", - განაცხადა თოიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები