ენმ პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ სასამართლოში ბრძოლისთვის ემზადება და ბათუმში საპროტესტო აქციას აანონსებს

16.10.26 15:49
ენმ პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ სასამართლოში ბრძოლისთვის ემზადება და ბათუმში საპროტესტო აქციას აანონსებს

 ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას ბათუმში საპროტესტო აქციები მოჰყვება. ირაკლი ფავლენიშვილი მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფთან კოორდინაცია უკვე დაწყებულია.

მისი თქმით, ენმ მზად არის ერთობლივი მოქმედებისთვის როგორც სასამართლოში, ისე მის გარეთ. 

მყარი არგუმენტები არსებობს აქეთ მხარეს და რა თქმა უნდა, ჩვენი იურისტები მტკიცებულებებზეც და ზოგადად, ამ საქმეზე მუშაობდა და დღეს არ დაუწყია მუშაობა.

მე მოვუწოდებ ყველა არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ პარალელურად იმ სასამართლო სხდომების, რომელიც გაიმართება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მე უკვე დავუკავშირდი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებს და აქვე, საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამსრომლობისთვის, იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და აბსოლუტურად ყველა საპროტესტო აქციაში ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, ჩვენ სამოქალაქო ჯგუფებთანაც მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით, ყველათან უნდა ვიყოთ კოორდინაციაში და ერთად დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.  

 

მსგავსი სიახლეები