კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

16.10.26 15:28
კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

 

 

ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

 „შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები