კობახიძე პარაგრაფში მივიდა - საგანგებო სხდომამდე პრემიერს კითხვები "პირველებმა" დაუსვა

17.10.26 11:11
კობახიძე პარაგრაფში მივიდა - საგანგებო სხდომამდე პრემიერს კითხვები "პირველებმა" დაუსვა

 

 

საგანგებო შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე "ოცნების" ლიდერები ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩდნენ - სასტუმრო პარაგრაფში ცოტა ხნის წინ მივიდა ირაკლი კობახიძეც.

ქვეყნის პრემიერს "პირველებმა" ჰკითხა იგეგმება თუ არა მისი შეცვლა ან საკადრო ცვლილებები უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მთავრობის მეთაურმა კითხვებს არ უპასუხა.

პარაგრაფში მივიდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, თეა ახვლედიანი და "ოცნების" რიგითი დეპუტატებიც.  დღევანდელ შეკრებაზე საუბარი არც მათ ისურვეს. 

უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 

მსგავსი სიახლეები