საუბარი არ არის ჰოლანდიაში დანიშნულ პრეპარატებზე - ჯიშკარიანი ნინო შარაშენიძეს პასუხობს
სახელმწიფო კოსნილიუმის ექიმის, ნინო შარაშენიძის ბრალდებებს ცენრ "ემპათიას" დამფუძნებელი პასუხობს. მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, იმ მედიკამენტის გარდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიელმა ექიმმა დაუნიშნა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში დამატებით ორი პრეპარატი მისცეს, რომლითაც მისი თქმით, ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.
ის, რომ აქ არ არის საუბარი ჰოლანდიაში დანიშნულ პრეპარატებზე. ჰოლანდიაში მას დაენიშნა ოჯახის ექიმის მიერ პოსტკოვიდურ სინდრომთან დაკავშირებით , ეს არის შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობა, გარკვეული ორი პრეპარატი, რომელსაც იგი იღებდა და არ არის საუბარი ამ პრეპარატებზე. მე-12 დაწესებულებაში მას დაემატა ორი სხვა პრეპარატი, ეს არის ნეიროლეფსიური საშუალება, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფსიქოზური ავადმყოფების სამკურნალოდ. ასე რომ, ქალბატონმა ნინომ უნდა იცოდეს რაზეა საუბარი და შემდეგ გააკეთოს კომენტარები, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
სახელმწიფო კონსილიუმის ექიმმა, ნინო შარაშენიძემ მარიამ ჯიშკარიანი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ფსიქოტროპული საშუალებები მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდეილემა ექიმებმა დაუნიშნეს.