Euroscope: ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს

17.10.26 12:42
Euroscope: ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს

ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს - ამის შესახებ ევროსკოპისთვის ხდება ცნობილი. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პეველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკომისიის წინა ანგარიში  საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო და რომ მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

"მოდით, დაველოდოთ, კონკრეტულად რა გზავნილი იქნება ამ ანგარიშში" - თქვა ელჩმა. 

ჰერჩნსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს "ოცნების" წარმომადგენლების მიერ, რასაც "თავისი შედეგები მოჰყვება".