კობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი "ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან - რა ხდება გორგასლის ქუჩაზე
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი უკვე "ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან. ამ წუთებში მიდიან პარტიის შტაბში დეპუტატები და მინისტრებიც.
"პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც "ოცნების" ოფისის აივანზე შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კირცხალია დგანან.
- შეგახსენებთ, რომ კირცხალიაზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კირცხალიამ უარყო.
ზუსტად ერთი საათი რჩება დაანონსებულ შეკრებამდე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაესწროს. დიდი ალბათობით, საპატიო თავმჯდომარე "ოცნების" ოფისში უკვე მივიდა, რადგან "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე რამდენიმე წუთის წინ სპეციალური დაცვის განსაკუთრებული მობილიზება იყო.
ასევე გორგასლის ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე წუთში ერთხელ პატრულირებს საპატრულო პოლიცია.
უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.