როგორც ჩანს გადაწყვეტილებაა მისაღები - ბესელიას თქმით, ივანიშვილი სხდომას გამონაკლის შემთხვევაში ესწრება

17.10.26 13:56
როგორც ჩანს გადაწყვეტილებაა მისაღები - ბესელიას თქმით, ივანიშვილი სხდომას გამონაკლის შემთხვევაში ესწრება

 

 

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის  და პოლიტსაბჭოს სხდომებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ესწრება - როგორც “მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ამბობს, სავარაუდოდ ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები და ამიტომაც მიიღო "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ დასწრებსი გადაწყვეტილება. 

როგორც წესი, ჩვეულებრივი ორდინარული საკითხების განხილვისას ივანიშვილი არ ესწრება ასეთ შეკრებებს. როდესაც ის გადაწყვეტს, რომ შეხდეს დისფორმატში უმრავლესობას, რაც მისთვის განსაკუთრებული დისკომფორტია და არ არის მთლად სასურველი ფორმატი. ეს ხდება მაშინ, როცა არის რაიმე განსაკუთრებული, საგამონაკლისო, საკვანძო ან კრიზისს. როგორც ჩანს, არის რაღაც ან რაღაც გადაწყვეტილება მისაღები, არის შიდა კრიზისი, არ არის ჩვეულბრივი ამბავი, როცა ირაკლი ღარიბაშვილია ციხეში და მისი წერილებიც პირდაპირ აჩვენებს ამ კრიზის სიმწვავეს და სულ სხვა ტიპის მასშტაბს, ვიდრე ეს სჩანდა აქამდე." - აცხადებს ეკა ბესელია. 

საგანგებო სხდომა "ოცნებაში" უკვე დაიწყო - ცენტრალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრება "ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თვამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ცნჯერ მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს სხდომა, რომლის შემდეგსვ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

სხდომის დასრულების შემდეგ კი, როგორც კობახიძემ ორი დღის წინ თქვა, ის მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

 

მსგავსი სიახლეები