საგანგებო სხდომა "ოცნებაში" დაიწყო - შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

17.10.26 13:50
საგანგებო სხდომა "ოცნებაში" დაიწყო - შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

 

 

საგანგებო სხდომა "ოცნებაში" უკვე დაიწყო - ცენტრალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრება "ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თვამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

როგორც "პირველებს" განუცხადეს, ჯერ მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მასში მონაწილეობას იღებენ პარტიის ლიდეები - ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, კახა კალაძე. ასევე სხდომას ესწრებიან დეპუტატებიც. 

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უკვე დაიწყება უმრავლესობის სხდომა. 

სხდომის დასრულების შემდეგ კი, როგორც კობახიძემ ორი დღის წინ თქვა, ის მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

პარალელურად "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოქალაქეები აქციას მართავენ.