ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძესთან ფერეიდნელ ართველებზე ისაუბრა - მასუდ ფეზეშქიანმა ერევნიდან თეირანში დაბრუნების შემდეგ სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა. სწორედ მათ შორის იყო მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურთან/
ფეზეშქიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ "ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება".
"საქართველოს პრემიერმინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ ირანის - სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს.
ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის"- თქვა ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანის სიტყვების ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს. მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Iran Press-ზეც.
ირანის პრეზიდენტის და კობახიძის შეხვედრა ერევანში 16 ოქტომბერს გაიმართა