კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა გუნდთან ისაუბრა "რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით"

17.10.26 15:36
კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა გუნდთან ისაუბრა "რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. 

მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის წევრებს. 

ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები. როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება და ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ.

განხილულ იქნა როგორც საშინაო ისე საგარეო საკითხები. ასევე საუბარი იყო. რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით.  საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით", - განაცხადა კობახიძემ.