შეხვედრაზე ივანიშვილმა ღარიბაშვილზე და მდინარაძეზე ისაუბრა

17.10.26 15:46
შეხვედრაზე ივანიშვილმა ღარიბაშვილზე და მდინარაძეზე ისაუბრა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა. 

როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა ან შეწყალება არ იგეგმება. 

პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად, ამაზე იყო საუბარი. 

ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, როდესაც ასე ვიტარდება პროცესები, სადაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. გულისტკივილი გამოიტქვა ბიძინა ივანიშვილსი მხრიდანაც. სამწუხაროა რაც მოხდა. 

შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა. ძალიან ზოგადად შეეხო ბატონი ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს.

საუბარი კი იყო მამუკა მდინარაძეზე. მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან გასულია და მემგონი არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როცა ადამიიანი პოლიტიკიდან წასულია. რა თქმა უდნა, ამ საკითხზეც იყო საუბარი", - აცხადებს კობახიძე.