კობახიძე პასუხობს კითხვას, ისაუბრეს თუ არა ივანიშვილთან ღარიბაშვილის შეწყალებაზე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გათავისუფლება არ იგეგმება.
"პირველების" ჟურნალისტმა მთავრობის მეთაურს ჰკითხა, ისაუბრეს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის შეწყალებაზე, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
კობახიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ივანიშივლს გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.
შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა. ძალიან ზოგადად შეეხო ბატონი ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს.
პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად, ამაზე იყო საუბარი. ".- განაცხადა კობახიძემ.