კობახიძე ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი რუსეთზეც იყო

17.10.26 16:43
კობახიძე ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი რუსეთზეც იყო

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი რუსეთზეც იყო  - "პირველებმა" მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება გაახსენა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის მიერ კონკრეტულ პროდუქტებზე ემბარგოს საკითხს გაარკვევდა. 

ჩვენმა ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, იყო თუ არა ამ საკითხზე საუბარი დღეს ივანიშვილის მხრიდან, რფაზეც პრემიერმა თქვა:  "ძალიან ზოგადად შევეხეთ ასეთ თემებს"

ზოგადი ფორმით ყველა თემას შევეხეთ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით ამ საკითხში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება", - განაცხადა კობახიძემ. 

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა:

აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს: 

  • „თელიანი ველი“;
  • „თბილღვინო“;
  • „ძმები ასკანელები“;
  • „ვაინმენი“;
  • „ქართული ლუდის კომპანია“;
  • „კოკა-კოლა“;
  • „ნაბეღლავი“.