7-ჯერ ვაცხე ზეთი - მეუფე ნიკოლოზმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

05.12.21 17:09
7-ჯერ ვაცხე ზეთი - მეუფე ნიკოლოზმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

ახალქალაქის კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მღვდელმთავარი მიხეილ სააკაშვილს ლოცვებს ორი საათის განმავლობაში უკითხავდა და ზეთიც აცხო.

მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშრებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

მინდა ასეთი რამ გითხრათ, მე გავაკეთე საქმე, 7-ჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას ვუპასუხე იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ. მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩენს უფლება-მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულებაც, მე მაქვს უფლება, რომ შევასრულო. დასუსტებულია ადამიანი, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

მსგავსი სიახლეები