ვინ იქნება საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის წარმდგენი - კობახიძის კომენტარი
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის სავარაუდოდ, პარლამენტი იქნება, რადგან სწორედ, პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის სარჩელი.
"კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ" - აცხადებს მთავრობის მეთაური.
რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ადამიანები, რომლებიც სარჩელს წარადგენენ, უნდა იყვნენ ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები, ვინაიდან პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს სასამართლოსგან, ან შესაძლოა თუ არა, მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კობახიძე ასე პასუხობს:
„ამას მე ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც კონკრეტულ სუბიექტს სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მის ინტერესებშია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შედის და ასე დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. დანარჩენი მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომაზეც იყო საუბარი, რომელსაც ივანიშვილი ესწრებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ ბოლომდე მიყვებიან სარჩელს და ამ საკითხზე პოზიცია არ შეუცვლიათ.
როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე უკვე ზეპირი განხილვები შედგება საკონსტიტუციო სასამართლოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ სარჩელს. ამაზე იყო მსჯელობა, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის უცვლელი