მდგომარეობა უარესდება...მრჩება შთაბეჭდილება, რომ მედიკამენტოზურია - გიული ალასანია სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ მის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედებით ხდება. გიული ალასანიას თქმით, ის შვილს ატყობს, რომ გამოკეთების ნაცვლად, სუსტდება.
ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. მე არ ვიცი, აი, აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს იყო უკეთესად აი, ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. მიდის უკან ჩემი თალით, მე ექიმი არ ვარ, ანალიზებს არ ვნახულობ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაცა მედიკამენტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიცემა, არ ვიცი, - განაცხადა ალასანიამ.
გიული ალასანიამ შვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.