პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journal

19.10.26 10:15
პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journal

Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, ცნობას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ. 

გამოცემის წყაროების ცნობით, მიზანი ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევის მცდელობაა, რომელიც მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს მასსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობების დათბობით.

Wall Street Journal-ის თანახმად, ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნება და ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების დედაქალაქებში განგაშის ზარებს დარეკავს.

მსგავსი სიახლეები