ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება

19.10.26 10:57
ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა - ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწყება.

სასამართლო სხდომამაზე შესულმა ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. 

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღარიბაშვილის პროცესამდე ორი დღით ადრე, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეკრების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა ყოფილი თანაგუნდელების ციხეში ყიფნის გამო.  

ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.

ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

ღარიბაშვილმა კონკრეტულად ამ ახალ საქმეს "პოლიტიკური ბრძოლა" და "მასკარადი" უწოდა. 

ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას"- დაწერა აგვისტოში მთავრობის ყოფილმა მეთაურმა და იქვე აღნიშნა, რომ იცის, "რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“. 

მსგავსი სიახლეები