ღარიბაშვილს დღეს 4 ადვოკატი იცავს
ექს-პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეში ახალი ადვოკეტები გამოჩნდნენ - სხდომაზე გამოჩნდნენ სოსო ბარათაშვილი და ლალი აფციუარი. მთავრობის ყოფილი მეთაურის ინტერესებს ისევ იცავს ლილი გელაშვილიც. მიხეილ შაყულაშვილი დღეს სასამართლოში არ გამოჩენილა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის საქმიდან არ ჩახსნილა. ექს-პრემიერის ინტერესებს იცავს ღარიბაშვილის ცოლის და, ადვოკატი ნათია თამაზაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა - ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყო.
ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.
ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.