"ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯი" - ზურაბიშვილის პირველი რეაქცია ჟურნალისტის დაკავებაზე

19.10.26 12:20
"ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯი" - ზურაბიშვილის პირველი რეაქცია ჟურნალისტის დაკავებაზე

"საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს"- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, "ქართული ოცნება" Facebook-პოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში სვამს. 

საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: Facebook-პოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში სვამს. ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის მისჯა ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯია — საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად. "- წერს ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები