საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი - ევროკავშირის ელჩი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს ხვდება
ევრკავშირის ელჩი პარტია "საქართველოსთის" წევრებს ხვდება. შეხვედრის ინიციატორი კარლ ჰარცელია. შეხვედრა ამ წუთებში საელჩოს შენობაში მიმდინარეობს და მას საპარლამენტო შემადგენლობა ესწრება.
არსებული ინფრომაციით, განხილვის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.
გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, ევროკავშირის ელჩთან ისინი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მართლმსაჯულების სისტემაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ.
ბუნებრივია, განხილული იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბუნებრივია, ჩვენ მივაწვდით მას ინფორმაციას ჩვენი საპარლამენტო გუნდის საქმიანობის შესახებ, გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს პარლამენტშ საქმიანობის ფარეგლებშ და აიმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს და რომელთა განხილვაც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ დაუწყია. ტქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანი საკითხია მართლმსაჯულების სისტემა, იგივე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მოსამართლეების დანიშვნის პროცესები, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, - განაცხადა ბუჩუკურმა შეხვედრაზე შესვლამდე.
არსებული ინფორმაციით, გასულ კვირას კარლ ჰარცელი "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატებსაც შეხვდა.