ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

19.10.26 16:30
ბრიუსელი "ოცნებას"  დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

 

 

ევროკომისიის პრესსპიკერი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 30 დღიან პატიმრობას გამოეხმაურა. 

„ევროსკოპის” შეკითხვაზე კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ისინი გამოხატავენ მკაფიო პოზიციას  „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მისივე თქმით, პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენაა მიმართული. 

რისტიან უიგანდის თქმით, "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყენბლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა".

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი კვლავ ცდილობენ, შეზღუდონ სამოქალაქო სივრცე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, ასევე გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა," - აცხადება კრისტიან უიგანდი.

"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. 

ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,  შეუფარდეს პატიმრობა. 

სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით. 

მსგავსი სიახლეები