ფსიქოტროპული პრეპარატის დოზის გაზრდა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზანმიმართული იყო - გიული ალასანია
პირველ დღეებში რომ, თითქოს რაღაც გაუმჯობესება იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა მე ამ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ - უფრო სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს, ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებითაცაც ისაუბრა.
ჰქონდა მას დანიშნული რაღაცა პრეპარატი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულებს ენიშნებათ. თითქოს ძილის მოსაწესრიგებლად იყო ეს, მაგრამ შემდეგ ეს დოზები გაიზარდა. რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მიზანმიმართულებით ხდებოდა, რადგან პროცესი ახლოვდებოდა - ამბობს გიული ალასანია.
ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება სააკაშვილს 25 მილიგრამით დაუწყეს, საბოლოოდ კი დოზა 200-მდე გაუზარდეს.
ირკვევა ისიც, რომ რუსთავის ციხეში გამოწერილი წამლების მიღება პრეზიდენტს სასამართლომდე ორი დღით ადრე შეაწყვეტინეს.
არასაჭირო პრეპარატები პაციენტის მკურნალობის პროტოკოლში მარიამ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა. სააკაშვილს დღეში სამჯერ და ოთხ წამალს ასმევდნენ, აქედან მხოლოდ ორი იყო ჰოლანდიაში მყოფი ექიმის დანიშნული და არცერთი ფსიქოტროპული არ ყოფილა.