ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

19.10.26 17:31
ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე გამოჩენა მმართველი გუნდის წევრების გაფრთხილებასა და მათზე კონტროლის დემონსტრირებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ანი მიროტაძე აცხადებს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებული საქმეების მაგალითზე უმრავლეობის წევრებს მიანიშნა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის წინააღმდეგ წასვლას. 

როგორც ჩანს, მას დასჭირდა ჩრდილიდან გამოსვლა და დაენახა როგორც პოლიტსაბწოს წევრებს, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლობას, ისე დანარჩენ მომხრეებს თუ ადგილებზე წარმომადგენლებზე, რომ მე აქ ვარ, ვაკონტროლებ და თუ არ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, მაშინ იცოდეთ, რომ აგერ, მაგალითები გვაქვს ღარიბაშვილის, ადამიანი, რომელსაც ჩემს მეხუთე შვილად ვთვლიდი, ციხეში გავუშვი და ტქვენ დაგემართებათ უარესი და ამას დაამატა მდინარაძის ქეისიც. მე მიმაჩნია, რომ ის უფრო მეტად სახიფათო გახდება, თუ ვინმე გადაწყვეტს მის წინააღმდეგ წასვლას, - ამბობს ანი მიროტაძე. 

შეგახსენებთ, რო გუშინ 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.  

სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ყოფილ თანაგუნდელზე, მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილს გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.

 

მსგავსი სიახლეები