საქართველოს გადაწერილი ისტორია - მეცხრე კლასის სახელმძღვენელოში აღმოჩენილია დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები
საქართველოს გადაწერილი ისტორია - მეცხრე კლასის წიგნში აღმოჩენილია დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები.
სკოლაში მოზარდებს ასწავლიან, რომ ომი 2008 წლის რვა აგვისტოს დაიწყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორია 8-10 აგვისტოს დაიკავეს, რაც პრინციპული შეცდომაა და მოვლენების მთელს ქრონოლოგიას თავდაყირა აყენებს.
ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოში სამხედროები 2008 წლის შვიდ აგვისტოს შემოიყვანა და განალაგა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რუსული ნარატივი, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოში გხვდება.
სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია შემდეგი კითხვა: "შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?"
სახელმძღვანელო არის მეხსიერების ადგილი და მასში შემთხვევით არ ხდება ინფორმაციები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ისტორია ახლებურად დაამახსოვრებ, ისე როგორც მათ უნდათ, თავისი ფაქტებით და პიროვნებებით.
ეს არის "ქართული ოცნების" სურვილი, რუსეთში კეთილი მეზობელი დაგვანახონ და არა ჩვენი ისტორიული მტერი. შესაბამისად, ისტორიის სახელმძღვანელოში ამ ტიპის ჩანაწერი, დიახ, ხელს შეუწყობს იმას რომ მომავალი თაობა რუსეთს უყურებდეს არა როგორც მტერს, არამედ კეთილ მეზობელს. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, იმიტომ რომ სახელმძღვანელო, როგორც მეხსიერების არეალი, იყოს გამოყენებული და გამოურეცხონ ტვინი და ინფორმაცია მიაწოდონ ისე, როგორც მათ უნდა"- აცხადებს მარიამ რამინაშვილი.
ცნობისთვის, სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული.