"მანანა კობახიძე პროცესს გაეცა, რადგან იცოდა, რაზე აწერინებდა ხელს ივანიშვილი" - შეფასებები ოპოზიციაში

20.10.26 11:43
"მანანა კობახიძე პროცესს გაეცა, რადგან იცოდა, რაზე აწერინებდა ხელს ივანიშვილი" - შეფასებები ოპოზიციაში

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის პროცესს "გაექცა" და სწორედ ამიტომ წავიდა საკონსტიტუციო სასამართლოდან. 

როგორც "ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, კობახიძემ კარგად იცოდა, რაზე აწერინებდა მას ხელს ბიძინა ივანიშვილი რა ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის. 

დათუნაშვილის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში აუცილებლად სისხლის სამართლის წესით გადასამართლდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვას მოაწერენ ხელს. 

არ უნდა ამ ბოროტების ნაწილი იყოს. ის იქიდან იმიტომ წამოვიდა, რომ ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილი იყო, ზუსტად იცოდა, რაზე აწერინებდა ხელს ივანიშვილი, ამიტომ ამ პროცესს გაექცა. ახლა ამ გაქცევასთან ერთად იმასაც თუ ამბობს, რომ ეს ყველაფერი რაც იქ მოხდება, ნიშნავს თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პროცესში ქართული დემოკრატიის დასამარებას ცდილობს, იქნება დამნაშავე თავისი პროფესიის წინაშე,  სახელმწიფოს წინაშე, სისხლის სამართლის წესით გადასამართლდება ყველა ეს ადამიანი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. ეს სიმართლეა და "ოცნების" ასეთი ფიგურებიდან ნამდვილად დასაფასებელია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი. 

ის, რომ მანანა კობახიძემ საკონსტიტიუციოდან წამოსვლით თავი გადაირჩინა, ამაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ანი წითლიძის თქმით, იმ მოსამართლეებს, ვინც ხელს მოაწერენ ოპოზიციის აკრძალვას, აუცილებლად შეეხებათ საერთაშორისო სანქციები. 

მანანა კობახიძეს ეყო ინსტიქტი თავი გადაერჩინა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას ესმის იმათზე მეტად, ვინც დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ხელი შეაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა. მძიმე იქნება ის პასუხისმგებლობა რომელიც მათ დაეკისრებათ - საერთაშორისო სანქციები და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი სამშობლოს და კრემლის გადაწყვეტილებას შორის სამშობლოს და კრემლის გადაწყვეტილებას შორის".- ამნბობს ანი წითლძე. 

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით კი, მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვა მოსამართლეებისთვის. 

ძალიან მოხარული ვარ, რომ მანანა კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო და თვითონ გაემიჯნა ამ პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაგალითია ბევრისთვის", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ მოსამართლის მანტია პარტიების აკრძალვის სარჩელის გამო დატოვა. პირველი განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა .

კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავის პოლიტიკურ წარსულსაც: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. გადადგომის მიზეზად ის სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები