"ლეიბორისტული პარტია" დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს
"ლეიბორისტული პარტია" დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს - შესაბამისი განცხადებით პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გენერალურ პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ 15 საუკუნოვანი ძეგლი აზერბაიჯანს მილიონების სანაცვლოდ სწორედ ივანიშვილ-ალიევის გარიგებით გადაეცა.
მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისტიანული ცივილიზაციური კულტურის ძეგლის, დავით გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ამ წუთში მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე 308-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ტერიტორიის გადაცემას სხვა სახელმწიფოზე. მეტი ის რაც მოხდა - რა შეიძლება ჩაითვალოს ღალატად და ქვეყნის გაყიდვად.
15 საუკუნოვანი კულტურის საიმაყე დაკავებულ 2019 წლის 21 აპრილს დაკავებული იქნა მეზობელი ქვეყყნის შეიარაღებული ძალების მიერ, რომელსაც წინ მოუძღოდა ჩვენი სასაზღვრო ნაწილები და ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილ-ალიევის გარიგებით, რაც რა თქმა უნდა, დიდი მილირადიანი დოლარების სანაცვლოდ ხდება.
დიქტატორ ივანიშვილს ჰგონია, რომ მის მიერ დამყარებული ტირანია დაწყებული ხალხის მასობრივი დაჭერით, დამთავრებული მრვალპარტიული სისტემის აკრძალვით, დაავიწყებს ჩვენს ხალხს მამულს, რომელიც მან გაყიდა. ეს გამორიცხულია. დასაბამიდა, ჩვენს გენეტიკაში მამულის დაცვა უპირველესი და მთავარია", - აცხადებს ნათელაშვილი.