ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

06.12.21 12:32
ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

,,ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ქუჩაში გამოვიდა - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას დაშინებით, ზეწოლით და გაყალბებით  მოგებულ არჩევნებს ახსენებს. სიმბოლურად აქცია ზუგდიდის გამგეობასთან იმართება, სადაც აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ. 

“არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში" - სკანდირებენ ოპოზიციის წევრები. 

პირველი ტურის შედეგებით ზუგდიდში ,,ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში სრული უმრავლესობა - 23 დეპუტატი ჰყავდა, ,,ქართულ ოცნებას" კი 19, თუმცა არჩევნების მეორე რაუნდისთვის მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაართვა, ამან კი ,,ნაციონალურ მოძრაობას" უმრავლესობა დააკარგვინა. სწორედ ერთი ხმა აკლია ზუგდიდში ოპოზიციას სრული უმრავლესობისთვის და საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად.

 

 

 

მსგავსი სიახლეები