საფრანგეთის შს მინისტრის განცხადება: "რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - მათ შორის არის საქართველო"
"რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - მათ შორის არის საქართველო"- ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში განაცხადა, სადაც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი წარადგინა.
ფრანგმა მინისტრმა ძირითადად ისაუბრა საფრთხეებზე, თუმცა დაასახელა სხვა ქვეყნებიც. მაგალითად: საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო.
მანამდე, ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ სასამართლო პროცედურას, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფუნდამენტურ ინტერესებს.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქვეყანის საზღვრებში, არამედ ციფრულ სამყაროშიც ირკვევა.
„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა ნუნიესმა.