ოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს

21.10.26 11:46
ოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს

ოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს. 

ამის შესახებ, "პირველებს" დაკავებულის დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. 

მე როგორც ადვოკატისგან ვიცი, დათუნამ თქვა "მე აუცილებლად ვითანამშრომლებ, ვიქნები ღია და ყველა კითხვას გავცემ პასუხს"- აცხადებს დაკავებულის დედა. 

ნინო აბრამიშვილი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს მიერ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ ამ ეს გამოძიება რაიმე შედეგს დადებს. 

უფროსმა უმცროსი რომ დასაჯოს, თავადაც უნდა დაისაჯოს. ციხის თანამშრომელი მამაკაცი იძახის, ისეთი წამების ხმა ისმოდა, გაოგნებული ვიყავითო"- დასძინა მან. 

 ნინო აბრამიშვილის მტკიცებით, წამების უკან კონკრეტული პირი დგას. 

ჩემი შვილი იმის მაგივრად, რომ იზოლატორში შეეყვანათ, პირდაპირ აჰყავთ საკანში, სადაც აწამებენ და მერე ამას მალავენ. 

ფაქტია, რომ ვიღაცას, რაღაცის ძალიან ეშინია. მე არ ვიცი ეს ვინ არის. ქუჩის ბიჭი ნამდვილად არ არის, არის ვიღაც ისეთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ეს გააკეთოს - ციხეში შეიყვანოს, კამერაში აიყვანოს... ბერაზე მე რა უნდა ვთქვა, არ ვიცნობ, არც ახლო ურთიერთობა მაქვს"- თქვა დავით ფეიქრიშვილის დედამ. 

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს.  დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.

ოჯახის განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.