ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება სცადა - ადვოკატი
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დასუსტება განგებ სცადა, რათა მას საამართლოს წინაშე წარდგენა ვეღარ შესძლებოდა. საუბარია მესამე პრეზიდენეტისთვის ციხეში ფსიქტროპული მედიკამენტების მიცემაზე.
უფლებამდაცველის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდა, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოშ დიდი ფასის გადახდა მოუწევს.
პირადი ექიმი სააკაშვილის, ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძე, პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. ამას მერე დღევანდელი "ქართული ოცნების" სპიკერებმა მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები. ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად ან დასუსტება, ან მისი გარკვეული უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშილს ვერ შესძლებოდა სასამართლოში წარდგენა. თუ სამედიცინო მოსაზრება და კონსილიუმის დასკვნები ამას დაადგენენ, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალინ დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოსთვის სტრასბურგის სასამართლოში, - განაცხადა ადვოკატმა.