გოგა ფეიქრიშვილი გლდანის ციხეში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს - ადვოკატი

21.10.26 14:02
გოგა ფეიქრიშვილი გლდანის ციხეში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს - ადვოკატი

ადვოკატმა გლდანის ციხეში მოთავსებული გოგა ფეიქრიშვილი მოინახულა. როგორ პაატა გოგიაშვილმა მერვე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მის ძმას, ასევე ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, ხელმეორედ დაიზიანა ხელი. 

ადვოკატის თქმით, გოგა ფეიქრიშვილი ამის შემდეგ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც ჭრილობა ხელახლა გაუკერეს. 

პაატა გოგიაშვილის თქმით, ძმები ფეიქრიშვილები გლდანის ციხეში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. 

რაც შეეხება დავით ფექირიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, ადვოკატის თქმით, გოგა ფეიქრიშვილმა ის ინფორმაცია იცის, რაც მან, როგორც ადვოკატმა მიაწოდა. 

პაატა გოგიაშვილის განცხადებით, ძმამ დავით ფეიქრიშვილის ყვირილი გუშინ გაიგო. 

მდგომარეობა უკეთესია, უბრალოდ ნერვიულობს, ნერვიული ფონი აქვს, გუშინ ამის [დავით ფეიქრიშვილის] გადაყვანის შემდეგ, როგორც გოგამ აღნიშნა, პროტესტის ნიშნად ხელმეორედ გაიხსნა  ნაკერები. ის  გადაყვანილი იქნა ხელმეორედ ციხის საავადმყოფოში და ახლიდან იქნა გაკერილი ის ჭრილობა.

გოგა ფეიქრიშვილი ითხოვს უსაფრთხოებას, რადგან უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს, ძმაზე ასეთი რაღაცები განვითარდა და თვითონ როგორ იქნება უსაფრთხოდ?

ვითხოვთ, მყისიერად იქნეს დაწყებული გამოძიება გენერალური პროკურატურის მიერ დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე"- უთხრა "პირველებს" პაატა გოგიაშვილმა.

ამასთან, "პირველებთან" საუბრისას ტყუპების უფლებადამცვალი ამბობს, რომ ძმებს წარმოდგენა არ აქვთ, რატომ ითხოვდნენ დავით ფეიქრიშვილისგან  iCloud-ის პაროლს. 

გარდა ამისა, ტყუპების უფლებადამცველი და ოჯახი უარყოფენ ინფორმაციას, რომ ძმებს ჰარკვეული ბიტკოინები ჰქონდათ. 

თვითონაც წარმოდგენა არა აქვთ და გაოგნებულები არიან რატომ დააკავეს.  ინფორმაციას ითხოვენ, ტელეფონიდან უნდათ ინფორმაციის გამოთხოვა"- განმარტა პაატა გოგიაშვილმა. 

ინტერვიუს ბოლოს გაირკვა ისიც, რომ გოგიაშვილმა ციხის ადმინისტრაციისგან მიიღო პირობა, რომ მას შემდეგ რაც დავით ფეიქრიშვილს "ვივა-მედიდან" გამოწერენ, ტყუპოების ეტაპირება ე.წ. მატროსოვის ციხეში მოხდება. 

მსგავსი სიახლეები