საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

21.10.26 14:47
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,  დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული.

გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით დაიკითხოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. რამაც "ოცნების" წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

საბოლოოდ ხმაურის ფონზე კი პლენუმის თავმჯდომარემ ოპოზიციის ლიდერს მოუწოდა, სასამართლო დაეტივებინა. 

"გორდულაძემ ხალხი სცემა პარლამენტში და ის არ გაუძევებიათ, და მე რატომ მაძევებთ?" - უთხრა დეკანოიძემ ნადარაიას სხდომის დატოვებამდე.

„ქალბატონი ხატია დეკანოიძე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლო სხდომის განკარგულების მითითებებს, გაძევებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გაძევებული ბრძანდებით“, - მიმართა რევაზ ნადარაიამ პოლიტიკოსს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები