პრეზიდენტის წამება ფსიქოტროპულებით - ექიმის თქმით, დოზების გაზრდა მიზანშეწონილი არ არის
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრის, ექიმ გიორგი გრიგოლიას, თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპიული მედიკამენტების სამჯერ გაზრდილ დოზას იღებდა, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია:
როცა ჩვენი კონსილიუმი ჩატარეთ გლდანის დაწესებულებაში, შევისწავლეთ ყველა მედიკამენტი, რითაც მკურნალობდა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში, აღმოვაჩინეთ ეს სამი ფსიქოტროპული ნივთიერება, ჩვენ დავუსვით კითხვა ადგილობრივ ექიმებს, თუ რატომ იღებდა ამ წამლებს და ადგილობრივმა ექიმებმა გვითხრეს, რომ ეს დანიშნულება მას გადმოყვა რუსთავის ციხიდან, სამჯერ გაზრდა იმ დოზების, რომელსაც სააკაშვილი იღებდა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის - განაცხადა გეგელიამ.
როგორც გაირკვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში ფსიქოტროპიულ წამლებს ასმევდნენ. საკითხზე მოკვლევა ცენტ ,,ემპათიამ" ჩაატარა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კომისიის დაკვნა ცნობილი სამ დღეში გახდება.
მისივე განცხადებით დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი, რა სახის სამედიცინო დახმარება გაიარა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ რუსთავის ციხეში, შემდეგ გორიის ჰოსპიტალში, როცა მას ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატებს დიდი დოზებით აწვდიდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტების აძლევდნენ, არასწორი სამკურნალო პროტიკოლი თან დაერთვება სტრასბურგში გაგზავნილ სააკაშვილის საქმეს.