ბადრი ჯაფარიძე: გაუგებარია, რა კავშირი აქვს „ლელოს“ 2019 წლამდე განვითარებულ მოვლენებთან

21.10.26 20:22
ბადრი ჯაფარიძე: გაუგებარია, რა კავშირი აქვს „ლელოს“ 2019 წლამდე განვითარებულ მოვლენებთან

დაუშვებელია, სასამართლო პროცესმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს პასუხისმგებლობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შექმნას, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ჯაფარიძე ასევე აკრიტიკებს სარჩელში კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ „ლელო“ 2019 წელს დაფუძნდა, შესაბამისად, გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს პარტიას მანამდე განვითარებულ მოვლენებთან. 

არ უნდა დავუშვათ, რომ ამ განხილვის დროს შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რუსეთის აგრესია კი არ მოხდა საქართველოში, არამედ საქართველო იყო რაიმეში დამნაშავე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. უარყოფს "ქართულიუ ოცნება", თითქოს ეს არ უთქვამს, რომ საქართველომ დაიწყო კონფლიქტი, ისინი ამას უარყოფენ, დაველოდოთ, რას იტყვიან. ჩვენ საერთოდ რა შუაში ვართ ამ თემასთან ჩვენთვის გაურკვეველია, იმიტომ, რომ "ლელო" შეიქმნა 2019 წელს და რა კავშiრი აქვს საერთოდ იმ მოვლენებთრან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019 წლამდე, ესეც სრულიად გაუგებარია. კოლექტიური პასუხისმგებლობა, ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის მოგონილი, შეთხზული, ცილისმწაბლური ტერმინი და ამის მიხედვით სასამართლო ვერ იმსჯელებს, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილეს. სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეხება. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. 

მსგავსი სიახლეები