ზატულინი კობახიძეს აქებს

22.10.26 10:16
ზატულინი კობახიძეს აქებს

“სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი” - ასე აფასებს რუსეთი, საქართველოდან სპეც წარმომადგენლის დანიშვნას.

ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი ეხმაურება.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში ზატულინი ამბობს, რომ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის ოფიციალური პოზიცია ართულებს.

"სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა არსებობდეს და ვითარდებოდეს. რა თქმა უნდა, ამას ართულებს საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ბრალს დებს აფხაზეთისა და ოსეთის არსებობაში არა საკუთარ თავს, არა საკუთარ შეცდომებს წარსულში, არამედ რუსეთის ფედერაციას." – თქვა ზატულინმა რუსულ მედიასთან საუბარში.

21 ოქტომბერს  ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

მსგავსი სიახლეები