ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს

22.10.26 11:19
ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. 

  • ცნობილია, რომ სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“.
  •  შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. [სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს სერჟანტის საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა]. 2023 წელს როინიშვილს გამოძიებისთვის ჩვენებაც კი აქვს მიცემული. 

ვასილ როინიშვილი, კამერებთან ამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. 

როინიშვილის პროკურორად მუშაობის გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ,მისი აცილება მოითხოვეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ვასილ როინიშვილი: მაგაზე [როინ შავაძის საქმეზე] გამოძიება ჩატარდა, განაჩენიც არის დამდგარი.

TV პირველი: ანუ, ინტერესთა კონფლიქტი თქვენ შემთხვევაში არ არსებობს, როცა ენმ-ის დროს ჩადენილ დანაშაულებებზეა საუბარი [სარჩელში]?

ვასილ როინიშვილი: მაშინ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, ესე პარლამენტის წევრი რომ იყო საკონსტიტუცო სასამართლოს წევრი, იმ კაკნონებს რომ განხილავს საკონსტიტუციო სასამართლო რისი გაუქმებაც ხდება მაშინ იქაც ავტომატური აცილოების საფუძველია. ხომ ასეა?

TV პირველი:  თუკი მტკიცებულებად დაუშვებთ წულუკიანის კომისიის დასკვნას ეს იქნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული ის, როგორც სამართლებრივი აქტი? 

ვასილ როინიშვილი: დავუშვათ მხარემ მოიტანა ასე ვთქვათ თავის პოზიციის გასამყარელად საგაზეთო სტატია, ეს სასამართლომ უნდა მიიღოს მტკიცებულებად თუ არ უნდა მიიღოს? აი, რაღაც ფაქტი არის რომელიღაცა "ალიეში" მაგალითად აღწერილი ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა? გამორიცხულია ეგ საკითხი, რომ უპირობო ჭეშმარიტებად იყოს რაღაც მიჩნეული.

ამასთან როინიშვილის თქმით, შესაძლოა პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მომდევნო ორ დღეში ვერ მოესწროს.