"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ" - პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო

22.10.26 12:37
"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ" - პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო

კამათის ფონზხე წარიმართა პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში -  ერთმანეთს რევაზ ნადარაია და ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ.

გვარამიამ მოითხოვა მოწმედ დაიბარონ "წულუკიანის კომისიაზ"ე გამოკითხული პირები და საკონსტიტუციომ გამოითხოვოს გამოძიების მასალები არჩევნების გაყალბების საქმეზე.

მან საკონსტუტუციოს მიმართა, რომ გამოითხოვოს მოწმედ დასაბარებელ პირთა შესახებ ინფორმაცია, რაზეც ნადარაიამ უთხრა, რომ გამოსაკითხ პირებზე ინფორმაცია მათ უნდა მოეწოდებინათ კოლეგიისთვის.

"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ"- მიმართა თავმჯდომარეს გვარამიამ. 

"კორექტული ტონი მხოლოდ მშვიდ საუბარს არ გულისხმობს"- მიმართა ნიკა გავარამიას რევაზ ნადარაიას და მას გაფრთხილება მისცა.