ბრეიზა “ევრონიუსის“ მიერ კობახიძის ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიწვევას მიუღებლად მიიჩნევს
ირაკლი კობახიძის ევროკავშირის ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიწვევა მიუღებელია - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
ბრეიზას თქმით, რუსული სტილის რეპრესიების, დემოკრატიული უკუსვლისა და კრემლის მზარდი გავლენის ევროპულ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს და ისინი საქართველოს გვერდით დგანან.
"მიუღებელია, რომ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიიწვია. ანტონიო კოსტა და სხვა გამოჩენილი ევროპელი ლიდერები. ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რუსული სტილის რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა და კრემლის მზარდი გავლენა არ უნდა იყოს ლეგიტიმირებული ევროპულ ასპარეზზე! ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!" - კშიშტოფ ბრეიზა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული „ევროკავშირის გაფართოების სამიტის“ (EU Enlargement Summit) სპიკერების სიაშია. ინფორმაციას „ევროსკოპი“ ავრცელებს.
სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. დისკუსია Euronews-ის აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.