საკონსტიტუციო დერეფანში სიტყვიერი დაპირისპირება იყო
ხმაური იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში - სასამართლოს დერეფანში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ.
„სამარცხვინო“ და "ეროვნული ინტერესების მოღალატეები ხართ"- მიმართა ოპოზიციონერმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის - უთხრა მმართველი პარტიის წევრმა მოლაშხიას.
ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.