ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა - კშიშტოფ ბრეიზა

22.10.26 17:15
ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა - კშიშტოფ ბრეიზა

"ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა“ -  ასე აფასებს პოლონელი ევროპარლამენტარი “ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს.

კშიშტოფ ბრეიზა “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ “ის რაც საქართველოში ხდება, უკვე ვნახეთ რუსეთში.“

მისი თქმით, ხელისუფლება ჯერ ოპოზიციის დისკრედიტაციას იწყებს, შემდეგ კი კანონის ძალით ოპონენტებს აჩუმებს.

მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინის გზაა, აბსოლუტურად. ჩვენ მსგავსი ნიმუში რუსეთში ვნახეთ: ჯერ ხელისუფლება თავს ესხმის და დისკრედიტაციას უწევს ოპოზიციას, შემდეგ კი კანონს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. დემოკრატია ვერ იარსებებს პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი კონკურენციის გარეშე. პროევროპული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი ევროპული ფასეულობებისგან შორს. საქართველო ეკუთვნის მის ხალხს და არა ერთ პოლიტიკურ პარტიას. საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ევროპულ მომავალს. და ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას, - ამბობს ბრეიზა. 

მსგავსი სიახლეები