უშედეგოდ ვითხოვთ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიებს - ადვოკატი

06.12.21 15:06
უშედეგოდ ვითხოვთ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიებს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გლდანის და რუსთავის პენიეტნეციური დაწესებულებებიდან მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიებს რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ითხოვენ. ამის შესახებ უფლებდამცველი შოთა თუთბერიძე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის ან ადვოკატების დადადანაშაულება იმაში, რატომ იღებდა მიხეილ სააკაშვილი იმზე უფრო დიდი დოზით პრეპარატს, ვიდრე სჭირდებოდა, არ არის სწორი. ამ მედიკამენტს უკვე აღარ იღებს იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც მიღებული ჰქონდა და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მის მდგომარეობაზე აისახა, უფრო ადვილია კომუნიკაციაში, უფრო სხარტი გახდა. სამედიცინო ისტორიები არ გვაქვს და უშედეგოდ ვითხოვთ რუსთავის ციხეში ყოფნის ბოლო პერიოდი და გლდანის დაწესებულებაში ყოფნის სრულ პერიოდზე სამეიდიცნო ისტორიაში, - ამბობს თუთბერიძე. 

როდის გადაუგზავნიან დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიებს ამ დრომდე უცნობია.  

მსგავსი სიახლეები