ბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ რაში გვდებენ ბრალს თითოეულ პარტიას და ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება

22.10.26 20:10
ბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ რაში გვდებენ ბრალს თითოეულ პარტიას და ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება

 

 

მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეული პარტიის წარმომადგენელი მოსარჩელეს მიმართავს, განუმარტონ, რა არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს სარჩელში მათ ასაკრძალად, თუმცა პლენუმი ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. 

როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, "ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აუცილებელია  თოთოეულ პარტიას განემარტოს, თუ რაში სცებს მას ბრალს "ქართული ოცნება". 

მეორე დღე სრულდება და გამუდმებით, დაჟინებით ვითხოვთ ყველანი, რომ გვითხრან და გაგვარკვიონ, რაში გვდებენ თითოეულ ამ პარტიას ბრალს. საუბარია 23-ე მუხლის დარღვევაზე, ოღონდ ამ მუხლის ჩამონათვალში რაც არის, არანაირი კავშირი არ აქვს მის დარღვევასთან - 23-ე მუხლში ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე არის საუბარი. ასეთი რამ გაუკეტებაი ლელოს? - არა არ გედავებითო. დაგვიკონკრეტოს მოსარჩელემ და სასამართლსო ვთხოვთ, რომ დაგვიკონკრეტოს ამაში. სამწუხაროდ, ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.  

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები