"ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს პარტიების აკრძალვა - თენგო თევზაძე

22.10.26 20:35
"ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს პარტიების აკრძალვა - თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის განცხაებით, "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს პარტიების აკრძალვა.

პოლიტიკოსს ამის თქმის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ მომდევნო კვირაში სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში ფორსირებულ რეჟიმში ჩაინიშნა. 

შუამდგომლობები ეხებოდა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულების დაშვება/არდაშვების საკითხს, 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციას და მოწმეებად მათ მოყვანას.  

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, იმიტომ, რომ დღეს მოვისმინეთ, რომ შემდეგი კვირა სრულად დაეთმობა  ყოველდღე სარჩელის განხილვას", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები